„ფაიზერის“ შემთხვევაში, ვაქცინების დანაკარგი  ძალიან დაბალია“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დოზები საკმარისია 240 000 მოქალაქის ასაცრელად. როგორც გაბუნია განმარტავს, „ფაიზერის“ შემთხვევაში, დანაკარგი ძალიან ცოტაა.  

„ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ დოზა საკმარისია 230-240 ათასი მოქალაქის ასაცრელად. გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი დანაკარგი, რაც დაახლოებით ათ პროცენტს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში „ფაიზერის“ დანაკარგის ფაქტორი არის ძალიან დაბალი. უახლოეს დღეებში ადგილებიც დაემატება. კლინიკები  მზად არიან, რვა საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე,  რათა ის დოზები, რაც გვაქვს, იყოს მაქსიმალურად მოკლე ხანში ათვისებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები