“დიდი ცოდვა ტრიალებს ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინების სახით” – მეუფე

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილების დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ, არ დაიჯერეს ეს” – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ჟურნალისტები კიდევ კარგად გადარჩნენ და მოძალადეებად სასულიერო პირები გამოჰყავთ.

„კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები?- მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“ – განაცხადა სხალთის მიტროპოლიტმა.

მეუფე სპირიდონის შეფასებით, დიდი ცოდვა ტრიალებს ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინების სახით.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა დღეს მთელს მსოფლიოში.  ამაზრზენი, ფაქტობრივად, სატანური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. დაკანონებულია უამრავ ქვეყნებში ღვთის გამამწარებელი ცოდვა. როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი. აგერ, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში. საშინლად დიდი არეულობა გამოიწვია მათმა ძალმომრეობამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილების დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ, არ დაიჯერეს.  გააკეთეს, წააქეზეს, დასავლეთის,  ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა და აყვნენ მათ 15 ეშმაკზე მიყიდული პარტია თავის საელჩოებიანად და აგერ თქვენ იცით, რა მოხდა“ – აღნიშნა მეუფემ.  

მეუფე სპირიდონის შეფასებით, დღე და ღამე დედას რომ აგინებენ და პატრიარქს ულანძღავენ, ეპისკოპოსებს ულანძღავენ, ეკლესიას ულანძღავენ, ამას არავინ მოითმენდა.

„როცა ჩვენი მილიონობით ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ამ დიდი ჭეშმარიტების და რწმენის დაცვას და შენ გამოდიხარ და ამას ულანძღავ, კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო. თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას.

მსგავსი თემები