„ნაციონალებს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს ერთიან კანდიდატს დაუჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლებათ და ყველგან მხარს  მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერენ.

როგორც ნიკანორ მელიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ისინი მხოლოდ მერობისთვის იბრძოლებენ.

„ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი“ – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები