მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერი – „გირჩი“

თბილისის მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის – ელენე ხოშტარია, ვიცე მერობისთვის კი „გირჩის“ წარმომადგენელი. აღნიშნულის შესახებ განაცხადი თავად ნიკანორ მელიამ დღეს გააკეთა. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატები არ ეყოლება.

„ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები