მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.  მომღერლის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მამუკა ონაშვილს, ხუთშაბათს 4 აგვისტოს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, 55 წლის მომღერალი  30 ივლისს ნატახტარში მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები