„არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს“ – საპატრულო პოლიციის უფროსი

იქ, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეული იხსნება და დაპირისპირებაა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსიც მივიდა, როგორ ვაჟა სირაძემ განაცხადა, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება და შეკრებილებს მოუწოდა, არ გასცდნენ  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს.

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც კონტრ-აქციის მონაწილეებს საშუალებას არ აძლევენ, დახურულ შენობაში შევიდნენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება იმართება.

„მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.  ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები