„პრაიდის“ კვირეულის გახსნაზე 12 აქტივისტი დააკავეს

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, სადაც „თბილის პრაიდის“ კონტრ-აქციის წარმომადგენლები პროტესტს მართავდნენ 12 ადამიანი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი სამართალდამცველებთან დაპირისპირება და კვერცხების სროლა გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა, ღონისძიება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები