იქ, სადაც „თბილისი პრაიდი“ იმართება, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან

იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება უნდა დაიწყოს, დაპირისპირებაა. მართალია, ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, თუმცა, პერიოდულად ვითარება იძაბება რადგანაც კონტრ-აქციის მონაწილეები კორიდორის გარღვევას ცდილობენ.  

ღონისძიება ნახევარ საათში უნდა გაიხსნას, სადაც საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს ელოდებიან.  

სამართალდამცველებსა და ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შეკრებილებმა კვერცხები და ბოთლებიც კი ისროლეს. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების კი შეიყვანეს.

მსგავსი თემები