სამუშაო დღე 08:00 სათზე უნდა დაიწყოს

“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ  ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო საათები 08:00 საათზე  წაიყოს და 16:00 საათზე დამთავრდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ სამუშაო დღე 18:00/19:00 საათის ნაცვლად 16:00 საათზე დასრულდება, ადამიანებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება:

“უმნიშვნელოვანესია, რომ 08:00 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, რომელიც დღესდღეობით 10 საათზე იწყება.  2 საათით ადრე შევქმნათ პრეცედენტი ქვეყანაში გაღვიძების. 16:00 საათზე დასრულებული სამსახურის შემდეგ, ადამიანს უფრო მეტი დრო რჩება თავის თავისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ეს ბევრი დროის დარჩენა ნიშნავს, რომ ეკონომიკაში მეტი თანხა იტრიალებს. 18:00-19:00 საათზე სამსახურის დამთავრების შემდემ, ადამიანს არანაირი ხასიათი არ გააჩნია, სადმე წავიდეს, თავის თავს მიხედოს იმიტომაც, რომ უკვე დაკეტილი ხვდება ყველა შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მენტალური ცვლილებების პირველი ნაბიჯად ეს გვესახება”, — გნაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ზაფხულის პერიოდს არ უნდა ეხებოდეს.

მსგავსი თემები