50 კაციანი ქორწილები დასაშვები უნდა გახდეს

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაშ, არალეგალურად 200-300 კაციანი ქორწილები მაინც იმართება. შესაბამისად, ითხოვს, რომ 50 კაციანი ღონისძიებები დაშვებული იყოს, რომ კანონმორჩილებმა ეს სივრცე მაინც აითვისონ. აღნიშნულის შესახებ განცხადება შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„კანონის გვერდის ავლით, 200-250 ადამიანის დასწრებით ღონისძიებები მაინც იმართება და რეალურად, კანონმორჩილი ოპერატორები  იჩაგრებიან. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და რეგულაციების დაცვით 50 ადამიანამდე ქორწილებისა და ღონისძიებების დაშვებაა. გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში იმ კუთხით, რომ დღესდღეობით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს დაახლოებით 40%, უბრალოდ, არ არსებობს. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა და ვაკანსიები ამ სფეროში ჯერ რომ არ ყოფილა, იმდენია. სფერო ეძებს როგორც კვალიფიციურ მუშახელს, ასევე, ახალ კადრებს“ – აღნიშნა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ, ვინც არსებულ რეგულაციებს იცავენ.  

„ამ ურთულესი პრობლემის წინაშე დავდექით იმიტომ, რომ ადამიანები ან სხვა სფეროში გადავიდნენ, ვერ გაუძლეს წელიწადი და 3 თვე იმ რეალობას, რა რეალობაშიც ცხოვრობდნენ, ან საზღვარგარეთ წავიდნენ. დამატებით, არ უნდათ სფეროში დაბრუნება, რადგან სტაბილურობის გარანტიები არ არსებობს.  ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, სადაც დიდი ქორწილები და ღონისძიებები იმართება, ირღვევა კანონი. ამ ვითარებაში, ჩვენ ვჩაგრავთ ადამიანებს, რომლებიც კანონს იცავენ და არ იხდიან ამ ღონისძიებებს. თუ კანონის დაცვა ამ კუთხით ვერ ხერხდება, უნდა დავუშვათ აუცილებლად 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების შესაძლებლობა და იყოს მოთხოვნა რეგულაციების დაცვის”, — აღნიშნა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები