“მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

“მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები