დასავლეთ საქართველოში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე „მოიზიდე და გაანადგურე“ დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ,  დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები.

„დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა; საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და  მეფუტკრეებთან. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან; ღონისძიებები მათთან კოორდინაციით იგეგმება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები