„კოვიდ 19“-ის 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემტხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით.

გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  268 355-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  261 637-მდე.

მსგავსი თემები