„დაინიფიცირება შეიძლება მოხდეს ყველა თავშეყრის ადგილას, მათ შორის ეკლესიაშიც“ – პაატა იმნაძე

„გვაქვს მაგალითები, რომ  დაინფიცირება მოხდა გარკვეულად ისეთ ადგილებში,სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად. გადაცემა და დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ყველა თავშეყრის ადგილას, მათ შორის რათქმა უნდა ეკლესიაში“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

იმნაძე რეკომენდაციის შესრულებისკენ ყველა აღმსარებლობის ადამიანს მოუწეოდებს.

„ეს მოწოდება ეხება მორწმუნეებსაც, ურწმუნოებსაც, ათეისტებსაც, არა ეკლესიურებსაც. ნებისმიერი სახის სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმის, რომ ქვეყანაში ინფექციის მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით და დავრჩეთ ასეთ ათეულობით ახალ შემთხვევამდე“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები