„განურჩევლად სექსისა“ – პრეზიდენტის მორიგი შეცდომა პარლამენტის ტრიბუნიდან

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ღონისძიებას სტუმრად საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარემ  პირველი სიტყვა სწორედ მას გადასცა. პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს კითხულობდა, ისევ შეეშალა და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„პირველი კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ, აღიარებდა თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კონონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს ჯერ კიდევ თეორიაში არსებული ისეთი დემოკრატიული ღირებულებები, როგორიცაა, საპარლამენტო მოწყობა, საყოველთაო თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, მოქალაქეთა უფლებები, თანასწორობა განურჩევლად სექსისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.  

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები ესწრებიან.  

მსგავსი თემები