„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით“, – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წესების დაცვაზე. როგორც მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთავრობა არაფელს მალავს და რაც სათქმელია, ამბობს.

„პირველივე დღიდან, მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით… სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს…სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წესების დაცვაზე.

მსგავსი თემები