“საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება” – ნათია მეზვრიშვილი

“საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება,” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არ გახლავთ ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება, ამაზე აქტიურად მუშაობს საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ფორმატი, სადაც კონკრეტული სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ რაიმე ფორმით გახდეს საბჭო არაქმედითი“, – განაცხდა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს აქვს არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან თანამშრომლობის კარგი ისტორია. „საბჭოს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაემატებიან და არც სახალხო დამცველის. ამის მიზეზია, რომ საბჭო იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და უნდა იყოს ქმედითი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები