რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის მიერ ე.წ გრუს თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებული შტატების დეპარტამენტის მიერ ე.წ გრუს თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კიბერთავდასხმებთან რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებს კავშირი არ აქვთ.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარუდგენია. რუსეთი მწუხარებას გამოთქვამს, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში ამერიკული მხარე ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის მზად არ არის.

მსგავსი თემები