“ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის” – დონალდ ტრამპი

თუ გსურთ გახსნილი სკოლები, ეკონომიკა და უსაფრთხო, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, ხმა მე მომეცით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის მტკიცებით, მეორე ვადით არჩევა კორონავირუსის პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგებისგან ქვეყნის აღდგენისა და გაჯანსაღების უზრუნველყოფისთვის სჭირდება.

„ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ფლორიდის უნივერსიტეტის აშშ-ის არჩევნების პროექტის თანახმად, 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი.

მსგავსი თემები