„ყინული და სარიტუალო მომსახურებას ექსპერტიზის საქმე არ არის“ – მაია ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავრში“

„სრული სიგიჟეა სამხარაული და ყინულის ერთმანეთთან კავშირი, ვინ გამოიტანა  ეს საკითხი სალაპარაკოდ“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექპსერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ექსპერტი განმარტავს, რომ გავრცელდა გაუგებარი ინფორმაცია, თამარ ბაჩიალაშვილის ცხედართან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამხარაულის ექპერტიზას ყინული არ ჰქონდა. ეპსპერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხი ექპსერტიზის მოსაგვარებელი არ არის.

„ეს საერთოდ ვინ გამოიტანა სალაპარაკოდ. გავოგნდი.  ყინული და სარიტუალო მომსახურება ექპსერტიზის საქმე არ არის.  თქვენ შეიძლება მოითხოვოთ ექსპერტიზის საკითხი, ყინული საერთოდ არასოდეს გაუცია სამხარაულს. ვინც ეს პრობლემა გაავრცელა მას უნდა ვესაუბროთ, მე არ დავიცავ სამხარაულის ექსპერტიზას, სადაც დასარტყმელია დავარტყამ, მაგრამ ყინული და სამხარაული არასწორი ინფორმაციაა,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალეიშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზაც ყინული არ ჰქონდა.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილეელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები