„მოწმეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ნელ-ნელა სიმართლე თქვან“ – მირიან ნიკოლაძე

„ამ მოწმეებს შანსი ჰქონდათ, ყოველთვის, გამოძიების სტადიაზე ეთქვათ სიმართლე და ეს იყო სწორი – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოწმეები ნელ-ნელა ალაპარაკდნენ.

„ამ მოწმეებს შანსი ჰქონდათ ყოველთვის, გამოძიების სტადიაზე ეთქვათ სიმართლე და ეს იყო სწორი. ახლა ხომ ყველა ხვდება, რომ ეს დამოკიდებულება იყო მართებული და მოწმეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ნელ-ნელა სიმართლე თქვან და ეს ბუნდოვანებაც გაიფანტა გიორგის ეზიპოდთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, მოწმეებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, თუმცა, ამას ერიდებიან იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ ეს სალაპარაკო არ გახდეს, რომ ოჯახმა მოწმეებზე ზეწოლა განახორციელა. როგორც მირიან ნიკოლაძე ამბობს, არსებობს მტკიცებულებები რომელიც ბევრს გულს გაუხეთქავს.  

“მოწმეებთან მაქსიმალურად ვცდილობთ რომ არანაირი კომუნიკაცია არ იყოს. მოწმეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია გამოძიებასთან და არა ჩვენთან, რომ მერე შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ ან ზეწოლას ჰქონდა ადგილი ან თხოვნას ჰქონდა ადგილი ან რამე მსგავს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ

მსგავსი თემები