„ჯერჯერობით, გიორგისთან მიმართებაში მხოლოდ „ტოიოტას“ მგზავრები ფიგურირებენ“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძის და ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში მხოლოდ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მყოფთა დანაშაული იკვეთება.

როგორც მირიან ნიკოლაძე აცხადებს, გამორიცხული არ არის, განზრახ მკვლელობის ნაწილში, სამომავლოდ სხვების დანაშაულიც გამოიკვეთოს.

„ექსპერტიზამ შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება დაგვიდოს თვალწინ, რომელიც შეიძლება არ წარმოვიდგინოთ და არ დავუშვათ. ჯერჯერობით, ამ მოცემულობით, ტოიოტას მგზავრების გარდა არავინ არ ფიგურირებს გიორგის განზრახ მკვლელობის ნაწილში.   დანიშნულია არაერთი სახის ექსპერტიზა, თუ არ ვცდები 8 დასახელების ექსპერტიზა. თიოთოეული ექსპერტიზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება დაგვიდოს თვალწინ, რომელიც შეიძლება არ წარმოვიდგინოთ და არ დავუშვათ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაფერს ამბობს იმ დაკავებულებზე და სხვა პირებზე, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ და მათი ბრალეულობა იკვეთება როგორც დანაშაულის დაფარვის ისე სხვა მიმართულებით.    

მსგავსი თემები