“აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას” – მაიკ პომპეო

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განცხადება გაავრცელა, რომელიც უელსის დეკლარაციის 80 წლისთავის თარიღს უკავშირდება. პომპეო აცხადებს რომ რუსეთის აგრესიას ამერიკა აღარ შეეგუება.

„აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით”, – აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ისა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

უელესის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმდროინდელმა მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, სამნერ უელსმა გამოსცა. განცხადებაში აშშ-მ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის, ოკუპაცია დაგმო.

მსგავსი თემები