“კოვიდი მსოფლიოში გაძლიერებულია, მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით,

საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.

„მთელ მსოფლიოში მზარდი სტატისტიკაა, ოღონდ ეს მზარდი სტატისტიკა ჩვენთან იზომება ერთეულებით ან ყველაზე მეტი, ათეულებით. ერთადერთი იყო გუშინდელი დღე, როცა 24 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 20-ის ან 10-ის ქვემოთაა. მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა, ოღონდ იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათეულ ათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს – 60 000, 63 000, 67 000; სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 500-600 შემთხვევა, რუსეთში 7-8 000 შემთხვევა, თურქეთში 1 500 შემთხვევა. ამ ფონზე, საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების ალბათ ძალიან გამორჩეული და კარგი საქმიანობით. ახლა, მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყოს. 1, 2, 5, 10 და 20 შემთხვევა სულ იქნება, ელემენტარულად, სატვირთო ავტომობილის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული სატვირთო შემოდის დღეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები