გურჯაანში მამაკაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა გურჯაანში – მეზობელმა ცოლ-ქმარი დაჭრა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები