„აწამეს და მოკლეს ბავშვი, ეგ არის“ – გარდაცვლილი გოგონას მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, ის ადგილი, სადაც გარდაცვლილი გოგონას ავტომანქანა იპოვეს შემდეგ არის ტყეში მიყვანილი და დატოვებული. მათი თქმით, გოგონა მოკლულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა.

„აწამეს და მოკლეს ბავშვი, ეგ არის.  100%-იანი ასეა, აქედან მოტყუებით გაიყვანეს. ეს სამსახურიდან მოდის. ის სამსახურიდან ზეწოლის ქვეშ იყო. სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორ-საჯერ ტიროდა კიდეც“ – ამბობს გარდაცვლილის მამა.

ოჯახის ახლობელი კი ყვება, რომ ის თავად იყო იმ ტყეში, სადაც მანქანა იპოვეს.

„თვითმკვლელობა გამორიცხულია. ბავშვი ძალიან მიზანდასახულ იყო, დიდი გეგმები ჰქონდა, საზღვარგარეთ სამუშაოდ აპირებდა წასვლას. ჩვენ ეს ტერიტორია დათვალიერებული გვაქვს და ეს  მანქანა იქ არ იყო. ნამდვილად არ იყო“ – ამბობს ოჯახის ნათესავი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, გოგონა დღეს, მწყემსმა  გოლთეთის ტყეში იპოვა.       

მსგავსი თემები