“პრობლემა არ ჰქონია, ამბობდა, რომ წასვლა უნდოდა“ – დამსაქმებელი გარდაცვლი გოგონაზე

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, რომ ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა.

„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“,- აცხადებს თამარ კობერიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, – აცხადებს თამარ კობერიძე.

კომპანია „ზეგ“ ვაკე-საბურთალოს რაიონში არსებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროგრამული პაკეტების შედგენას, კომპიუტერული და პროგრამული მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მსგავსი თემები