„ყველა ფაქტი ხელახლა გავიარეთ“ – დაკითხვიდან გამოსული დიჯეი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი დაკითხვიდან გამოსული „დიჯეი კოკო“ მედიასთან დამატებით განმარტებებს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა ფაქტი თავიდან გაიარეს.  

„ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც  მქონდა ინფორმაცია და ასევე, იყო დამატებით შეკითხვები. სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა. მოგეხსენებათ დიდი საქმეა და არსებობს ბევრი კითხვა“, – განაცხადა შს შენობიდან გამოსულმა დიჯეიმ მედიასთან.

შეგახსენეთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირის პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს იმართება. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს, სასამართლოში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით წავიდეს. აქედან გამომდინარე, შსს- საქმეზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და ყველა მონაწილე პირის დაკითხვა ხელახლა, არაერთგზის ხდება.   

მსგავსი თემები