სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძების ვერსიით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა “ფოთის” მომსახურების სამმართველოს უფროსი – საზღვარზე პირადი მოტივით მოქმედებდა.

მან დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა საზღვარზე დაადეკლარირა, მაშინ როცა მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ.

მსგავსი თემები