სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირანში იმყოფება. თეირანში ის უკვე შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუმ ირანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის გზავნილი გადასცა და წარუდგინა „ანგარიში მიღწეული შეთანხმებების შესახებ“.

მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანელ კოლეგასაც შეხვდა. როგორც მედია წერს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მსგავსი თემები