პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა-რაზე შეთანხმდნენ ხაზარაძე და გახარია?!

“მიუხედავად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ხაზარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი, აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“ – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა: „ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

მსგავსი თემები