მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია. ის სხვა ევროპელ დიპლომატებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საქართველოს შემდეგ როთი სომხეთს ეწვევა.

სოციალურ ქსელში მან ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე გზავნილი გააჟღერა:

,,არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი+სამართლიანი;
ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია;
ანტი-ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიას;
დიალოგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა;
გერმანია და ევროკავშირის მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას”, – წერს როთი.

მსგავსი თემები