დღეს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დილის საათებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი   17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°, ზოგან +23°-მდე.

თბილისში მოსალოცნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ სიჩქარით.

მსგავსი თემები