საჩემპიონო ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილმა წონა წარამტებით ჩააბარა

ამერიკელ შონ ო’მალისთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა წონა წარამტებით ჩააბარა.

მერაბის წონა აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს 134 ფუნტი (60.8კგ) იყო, ხოლო შონ ო’მალიმ 135 ფუნტი (61.2კგ) დააფიქსირა.

33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა.  რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.

დვალიშვილის ბრძოლა ქამრისთვის 15 სექტემბერს ლას ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარდება.

მსგავსი თემები