ჩეხეთის დედაქალაქი წყალდიდობისგან დამცავ ზომებს იღებს

ჩეხეთის დედაქალაქი წყალდიდობისგან დამცავ ზომებს იღებს. მას შემდეგ, რაც ჩეხმა სინოპტიკოსებმა უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გაავრცელეს, მათ შორის დედაქალაქ პრაღაზეც. ძლიერი წვიმები ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთშაბათიდან დაიწყო. ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელია ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაწილებში.

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ რთული დღეები გველოდება“– განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კრიზისული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები