„ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას. ძალიან მენანები, ძალიან” – ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გულის უკანა კედლის ინფარქტისგან გამოწვეული მძიმე გართულებებით, რამდენიმე თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ზურას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

,,ბერიკ ჩემო ერთგულო საყვარელო, ალბათ ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას როგორ მიყვარხარ და სულ მეყვარები. მადლობა დიდი სითბოსთვის სიყვარულისთვის ძალიან მენანები, ძალიან”.

„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის”.

,,მადლობა ზურა ყველაფრისთვის, ჩემო ძალიან ერთგულო და ნიჭიერო. შეხვედრამდე მეგობარო”.

,,უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალმოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები ჩვენო ,,კალია”.

,,ჩემო ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, მხიარულო, გულიანო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, ბერიკ. უცბად ყველაფერმა იცვალა ფერი, ძალიან მომენატრები მადლობა ყველაფრისათვის შეხვედრამდე”, – წერენ კომენტარებში.

მსგავსი თემები