ბესიკ ხარძიანის მკვლელის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა

ბესიკ ხარძიანის მკვლელის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება დღეს, 12 საათზე განხორციელდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე, 38 წლის ფარიდ გურბანოვი, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს.  ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის უვადო სასჯელის ათვლა ქართულ ციხეში დაიწყება.

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. ისკლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში მალევე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები