“ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს”- ჯინ შაჰინი

„ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან.

“შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა – დემოკრატიაში ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ შეგიძლია, კრიტიკული იყო თუ პოლიტიკას არ ეთანხმები“- განაცხადა შაჰინმა.

 

მსგავსი თემები