ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე. კამათის მოტივი სასულიერო პირების ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა.

საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს.

არსებული ინფორმაციით, მღვდელმთავარმა იოანემ ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლებში გადაყვანილი სასულიერო პირები ტაძარში დაიბარა, მხარეებს შორის საუბარი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

,,ტელეფონით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ გეტყვი ირაკლი ვერაფერს, ასე ტელეფონით ვერ ავხსნი ვერაფერს”, – ამბობს მამა იაკობ სებისკვერაძე.

მამა მატათა ამბობს, რომ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ აქვს:

,,რამდენიმე ადამიანმა დამირეკა ამის შესახებ, დაპირისპირების შესახებ, მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. მამა გიორგი და მამა იაკობი გადაყვანილ იქნენ სხვა ეკლესიაში, ამის გამო მოხდა დაპირისპირება, იხსენებთ ასეთ ფაქტს? ფაქტს, იმისას მამა იაკობი როდესაც დადგენილი იქნა მღვდლად, თავიდანვე ჭაშრეთის მონასტერში მსახურობს, შესაბამისად მისი გადაყვანა ვერსად ვერ მოხდებოდა, რაც შეეხება მამა გიორგის, ის მღვდელმსახურის სტატუსით ბაგრატის ტაძარზე მოღვაწობდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისიც გადაყვანილ იქნა ჭაშრეთისა და დერჩის მამათა და დედათა მონასტრის წინამძღვრად”, – ამბობს მამა მატათა ,,მთავართან”.

მსგავსი თემები