კოლორადოს მთაზე ტურისტებმა, უცნაური, 6-მეტრიანი არსება დააფიქსირეს

აშშ-ში, კოლორადოს მთაზე, ტურისტებმა, კამერით, უცნაური, 6-მეტრიანი არსება დააფიქსირეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. ტურისტები ლონგსის მწვერვალზე, კლდოვან მთებში, სალაშქროდ იმყოფებოდნენ, როდესაც, ფოტოს გადაღების დროს, შემთხვევით დააფიქსირეს უცნაური ნაცრისფერი არსება, რომელიც კლდეზე მიცოცავდა.

ტურისტების განმარტებით, ფოტო ლამაზი ხედის გამო გადაიღეს და არა იმიტომ, რომ მათ რაიმე უცნაური შეამჩნიეს. მათ არსება მაშინვე არ აღმოუჩენიათ. მისი დაფიქსირება ლაშქრობის დასრულების შემდეგ, ფოტოების დათვალიერების დროს შეძლეს.

 

 

 

 

მსგავსი თემები