ზუგდიდში “გემო ფესტი” გაიმართება

ზუგდიდი 7-8 სექტემბერს “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “გემო ფესტში” მონაწილეობის მსურველები შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები