უკრაინა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების, შესაძლო გადაცემას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. უწყება მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები