“ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს,რომ ევროკავშირს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა თავდაცვა, ვაჭრობა, მაგრამ არა პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, მიგრაცია. ორბანი ამბობს, რომ წლის დასაწყისში კიევსა და მოსკოვში მისმა ვიზიტებმა, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არც ერთი მხარე არ აპირებდა მშვიდობის დამყარებასა და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას.

„არალეგიტიმურია მშვიდობაზე საუბარი, რადგან ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა. მე ეს არ მომწონს და არ ვთვლი, რომ ევროკავშირისთვის ეს კარგია. ვფიქრობ, სამი მთავარი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველი არის ომი,ომის თუ მშვიდობის საკითხი. მეორე არის კონკურენტურანიაობა. უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის კონკურენტუნარიანობის ახალი პაქტის შედგენა, რადგან ახალი შეთანხმების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები ვერც შეერთებულ შტატებთან, ვერც ჩინეთთან, ვერც დასავლეთთან და ვერც აღმოსავლეთთან. მესამე არის მიგრაცია“– განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები