ხშირად ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხეზე ასულ კატებს დახმარება არ სჭირდებათ, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ნიჭი თავისუფლად იმოძრაონ სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე

ხშირად ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხეზე ასულ კატებს დახმარება არ სჭირდებათ, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ნიჭი თავისუფლად იმოძრაონ სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე.

თუმცა, ჩვენი გამოცდილებით და ფაქტებზე დაყრდნობით, მსგავსი შემთხვევების დროს, ფისოები ხეზე რამდენიმე დღე-ღამეს ატარებენ, საჭმელის და წყლის გარეშე იტანჯებიან და სიმაღლის შიშის გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

საბედნიეროდ, ასეთ დროს მოქალაქეები ხშირად თავად ეხმარებიან მათ ხიდან ჩამოსვლაში, აწვდიან წყალს და საკვებს, ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართავენ.

ერთ-ერთ ასეთ ფისოს, რომელმაც ძაღლებისგან შეშინებულმა, ხეზე ასვლით უშველა თავს, ჩვენი მაშველები გლდანის მეორე მიკრორაიონში დაეხმარნენ.

მაშველებმა კნუტი სპეციალური ტექნიკის დახმარებით, დაახლოებით 10-12 მეტრი სიმაღლიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანს ჩააბარეს.

შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424

მსგავსი თემები