კენიაში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა

ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით, Hillside Endarasha Primary-ში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა უილიამ რუტომ ხანძარს საშინელი და დამანგრეველი უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა.

,,პასუხისმგებლები პასუხს აგებენ”, – წერს ბ-ნი რუტო X პლატფორმაზე.

მსგავსი თემები