მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარნიეს დანიშვნა ხდება ,,კონსულტაციების უპრეცედენტო ციკლის” შემდეგ, სტაბილური მთავრობის უზრუნველსაყოფად.

პრემიერი ინიშნება საფრანგეთის ვადამდელი არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ.

73 წლის ბარნიე არის ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი ,,ბრექსიტის” შესახებ, ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2016-2019 წლებში. მას ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა აქვს და ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები, როგორც საფრანგეთში, ასევე ევროკავშირში.

მსგავსი თემები