წალენჯიხაში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია
მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ“- დაწერა ბელქანიამ.

 

მსგავსი თემები