ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში “ჰამასის” მებრძოლების მიერ მოკლული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს. ისრაელი ამბობს, რომ ცხედრები ღაზას სამხრეთით რაფაჰის რაიონში მიწისქვეშა გვირაბებში ნახეს. გარდაცვლილებს შორისაა ისრაელ-ამერიკის მოქალაქე, 23 წლის გოლდბერგ-პოლინი, რომლის ოჯახიც იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, უბიძგებდნენ ისრაელს მოძებნილიყო შეთანხმება ტყვეების უკან დასაბრუნებლად.

მძევლები ,,სასტიკად მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ჩვენ მათთან მივაღწევდით”, – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ კვირას გამართულ ბრიფინგზე.

ამ მოვლენამ გამოიწვია პროტესტი მთელ ისრაელში, ახალი საზოგადოებრივი აღშფოთება მიმართულია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმება მძევლების გასათავისუფლებლად. ისრაელის უდიდესმა პროფკავშირმა ასევე გააჟღერა მოწოდება ორშაბათიდან დაიწყოს გაფიცვები.

ექვსიდან სამი პირი, რომელთა ცხედრებიც იპოვეს, მოსალოდნელი იყო, რომ გათავისუფლდებოდა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმების პირველ ეტაპზე – განუცხადა CNN-ს ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირების თქმით, ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, ედენ იერუშალმი და კარმელ გატი განთავისუფლდნენ, როგორც “ჰუმანიტარული კატეგორიის” ნაწილი, ივლისის დასაწყისში ისრაელისა და “ჰამასის” მიერ შეთანხმებული ჩარჩოს საფუძველზე.

,,ჩვენმა პრემიერმა ეს გადადო. ძალიან გვიანია ექვსი მოკლულისთვის, მაგრამ დროა მივაღწიოთ შეთანხმებას”, – ამბობს ოფიციალური პირი.

 

 

მსგავსი თემები