ჯერ ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და ხელით გაგუდეს – ბრალდებულების სახლს პოლიცია იცავს

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ოჯახმა სოფელი უკვე დატოვა.

ღვინიაშვილის ცხედარი სოფელ ზღუდერში ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის, სახისა და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ადგილობრივებმა დასახმარებლად სასწრაფო დახმარება იმ დროს გამოიძახეს, როდესაც სავარაუდო თავდამსხმელები ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძახებაზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 56 წლის ემზარ მედოშვილი ცხელ კვალზე დააკავა; მის ძმას – გუჯა მედოშვილს კი ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის წარუდგინეს.

ბრალდებულებს 28 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

მსგავსი თემები