ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილს შეაჩერებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდება. ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა საფრთხე იმისა, რომ იარაღი, შესაძლოა, გამოიყენონ საერთაშორისო ნორმების დარღვევით.

„ასეთი კონფლიქტის წინაშე მთავრობა ვალდებულია, გადახედოს ბრიტანულ საექსპორტო ლიცენზიებს. ეს არ არის სრული აკრძალვა, ეს არ არის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები